ლაბორატორიული მასალის შენახვის პრაქტიკა "მრჩვეელში"
24 დეკემბერი, 2025
ლაბორატორია მრჩეველში აღებული მასალები ინახება 7 დღის ვადით, რაც პაციენტებს აძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტარონ დამატებითი კვლევები უკვე არსებულ მასალაში, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს როგორც პაციენტის დროსა და რესურსებს, ასევე თავად ლაბორატორიის.
პაციენტს აღარ უწევს განმეორებით მოსვლა ლაბორატორიაში და ვენა-პუნქციის ჩატარება, კვლევის შეკვეთა შესაძლებელია სატელეფონო კომუნიკაციის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია მცირეწლოვან და რთული ვენების მქონე პაციენტებისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკვლევი სინჯის შენახვა ასევე მნიშვნელოვანია თავად ლაბორატორიისთვისაც, რადგანაც მარტივდება შედეგის გადაკონტროლება და შესაძლებელია კვლევის უფრო სწრაფად შესრულება.
მასალები ინახება პრეანალიტიკის სტანდარტების სრული დაცვით, რაც გულისხმობს :
🟣ტემპერატურული რეჟიმის დაცვას;
🟣სინჯარების დალუქვას - დაბინძურებისა და აორთქლების თავიდან ასაცილებლად, რათა უზრუნველვყოთ შედეგის მაქსიმალური სიზუსტე;
🟣სინჯის მარტივად იდენტიფიცირებას (თითოეულ სინჯს ენიჭება უნივერსალური ბარკოდი)