ლაბორატორიული მასალის შენახვა პედიატრიულ პაციენტებში
24 დეკემბერი, 2025
მრჩეველში პედიატრიულ პაციეტებში ვიყენებთ გერმანულ SARSTEDT- ის ფირმის პედიატრიულ სინჯარებს და ე.წ. „პეპლებს“, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, უმტკივნეულოა, უზრუნველყოფს სისხლის სწრაფ და სტაბილურ გამოყოფას, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის ჩვენს პატარა პაციენტებს.
მიუხედავად ამისა, ლაბორატორიაში ბავშვების ვიზიტი სტრესულია როგორც მშობლისათვის, ასევე პაციენტისთვის.
ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებული მასალის შენახვა, რომელიც დამატებითი კვლევების საჭიროების შემთხვევაში თავიდან აცილებს ბავშვისთვის ხშირი და მტკივნეული მანიპულაციების განმეორებით ჩატარებას, რაც, შესაბამისად, ამცირებს სტრესს, ემოციურ დაძაბულობასა და გართულებების რისკს.
ლაბორატორიული მასალის უსაფრთხო შენახვა აუცილებელი პირობაა ეფექტიანი დიაგნოსტიკის, მკურნალობის სწორი დაგეგმვისა და არასაჭირო მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად.
გარდა ამისა, ამ მეთოდით შესაძლებელია დამატებითი ანალიზების პასუხების შედარებით სწრაფი მიღება, რაც ასევე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირებისათვის.