ნაყოფის განვითარების მომდევნო ეტაპის შესახებ
21 მარტი, 2024
ორსულობის 30 კვირა ნიშნავს, რომ თქვენ უკვე მე-7 თვეში ხართ და სულ რაღაც 2 თვეღაა დარჩენილი მშობიარობამდე.
ნაყოფის სიგრძე ამ ვადაზე 40-41 სმ-ია, წონა კი 1,3-1,4 კგ. თავის ტვინი იწყებს სწრაფად ზრდას. თუ აქამდე ტვინის ზედაპირი გლუვი იყო, მასზე ჩნდება ჩანაჭდევები და ჩაღრმავებები, რაც საშუალებას აძლევს თავის ტვინს მოცულობაში სწრაფად გაიზარდოს და ნაყოფს ახალი უნარები, ანალიზი და მეხსიერება ჩამოუყალიბოს.
ამ ვადაზე სხეულის ტემპერატურას უკვე თავის ტვინი და ცხიმოვანი უჯრედები არეგულირებენ, შესაბამისად რბილი, ფუმფულა თმები, რომელიც სხეულს ფარავს საჭირო აღარაა და იწყება მათი ცვენა. ძვლის ტვინი სრულად იწყებს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) პროდუქციას. ეს ნაყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ნიშნავს რომ დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებს განვითარებას. მისი მხედველობა აგრძელებს განვითარებას. ნაყოფის ხელები ამ ვადაზე სრულად ფორმირებულია, ფრჩხილები იწყებს ზრდას.
მეან გინეკოლოგთან კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 2931000, 593740307