"მრჩეველის" კონკურსი
21 მარტი, 2024
ნამუშევრების მიღება დასრულდა 25.01.2023 ში
For English scroll down :
სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“, სამედიცინო თემებზე პაციენტებში ინფორმაციულობის გაზრდის მიზნით, აცხადებს კონკურსს „მოყვარული".
“მოყვარულის“ ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ კონკურსში, სამედიცინო თემებზე შექმნან საინფორმაციო ბროშურა და გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ ფულადი პრიზი.
გამარჯვებული კონკურსანტების საინფორმაციო ბროშურები გამოქვეყნდება „მრჩეველის“ Facebook გვერდზე. შექმნილი მასალა არ იქნება „მრჩეველის“ საკუთრება. სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ მას გამოიყენებს მხოლოდ სარეკლამოდ და საგანმანათლებლოდ,ასევე გაუზიარებს ნებისმიერ მსურველს.
პირობები:
1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
2. ერთ კონკურსანტს შეუძლია მოამზადოს ბროშურა როგორც ერთ, ასევე ყველა თემაზე.
3. საინფორმაციო ბროშურის თემატიკა აირჩიეთ შესაბამისი სიიდან.
4. იხილეთ საინფორმაციო ბროშურის მომზადების წესები.
5. კონკურსში მონაწილეობისათვის 25.01.2023 23:59 მდე გადმოაგზავნეთ საინფორმაციო ბროშურა ელ.ფოსტაზე. marketing@mrcheveli.com. Subject-ში მიუთითეთ სახელი, გვარი, თემის დასახელება.
შეფასების კრიტერიუმები:
აუცილებელია, რომ:
1. საინფორმაციო ფურცელი შექმნილი იყოს მარტივად გასაგებ ენაზე, არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისათვის.
2. ინფორმაცია იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული.
3. ინფორმაცია იყოს პრაქტიკულად გამოსაყენებელი.
კონკურსის ეტაპები:
1. ეტაპი პირველი - ობიექტურობის დასაცავად შემოსულ საინფორმაციო ბროშურებს მიენიჭება ანონიმური კოდები.
2. ეტაპი მეორე - სარედაქციო ჯგუფი, რომელიც შედგება როგორც „მრჩეველის“ თანამშრომლებისგან, ასევე დამოუკიდებელი შემფასებლისგან, გამოავლენს იმ საინფორმაციო ბროშურებს, რომლებიც გამოქვეყნდება „მრჩეველის“ Facebook გვერდზე.
3. ეტაპი მესამე - საინფორმაციო ბროშურების გამოქვეყნებიდან 2 კვირის შემდეგ გამოვლინდება ის სამეული, რომელსაც ყველაზე მეტი LIKE ექნება.
4. გამარჯვებული კონკურსანტები წარმოადგენენ მოკლე, გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციებს.
იხილეთ კონკურსის ქულების გადანაწილება
პრიზები:
1. პირველი ადგილი - 1500 ლარი.
2. მეორე ადგილი - 1000 ლარი.
3. მესამე ადგილი - 500 ლარი.
გისურვებთ წარმატებას!
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Medical center "Mrcheveli", announces the competition "MOKVARULI" .
During "MOKVARULI", you will have opportunity to create Informational Flyer, complete the given tasks and win a prize.
Conditions:
1. For participation please send an Informational Flyer to marketing@mrcheveli.com up to 25.01.2023 23:59. In the Subject, indicate the name, surname, topic name.
2. Topic for Informational Flyer should be selected from the appropriate list. See the list below
3. See the preparation rules for the “Informational Flyer”
The prizes:
1. First place 1500 GEL
2. Second place 1000 GEL
3. Third place 500 GEL
Evaluation methods:
1. From the information brochures received, the commission, which consists of both the employees of "Mrcheveli" and an independent evaluator, will identify the information brochures that will be published on "Mrcheveli" Facebook page.
2. After 2 weeks from the published informational brochures, the trio with the most LIKES will be revealed.
Evaluation criterias:
1. The information must be easily understandable.
2. Information must be evidence-based.
3. Information must be focused on practical use.
Competition stages:
1. First stage - unique codes will be assigned to the incoming “Informational Flyer”
2. The second stage - the commission will reveal the information brochures that will be published on the Facebook page of "Mrcheveli”.
3. Third stage - after 2 weeks from the published informational brochures, the trio with the most LIKES will be revealed.
* Incoming info will be assigned a unique code, after we will have no information about who will be selected for the prize.