ელ. ფოსტა:
სახელი, გვარი:
ტექსტი:
 main labor
· ადგილობრივი ლაბორატორია გთავაზობთ:
სისხლის საერთო , ბიოქიმიურ ანალიზებსა და შარდის საერთო ანალიზს სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზების ხარისხი დადასტურებული INSTAND e.V. (Society for Promotion of Quality Assurance in the Medical Laboratories) სერთიფიკატებით.

ტესტის დასახელება
Testname
 ლარი
0
სისხლის საერთო ანალიზი + ედრ(ვენური)
Complete Blood Count+ESR(venous blood)
15
0
სისხლის საერთო ანალიზი+ედრ (კაპილარული)
Complete Blood Count+ESR(capillary blood)
15
0
ერითროციტების დალექვის სიჩქარე
Erythrocyte sedimentation rate (ESR)
5
0
შარდის საერთო ანალიზი (სტრიპის მეთოდით)
Urin Analysis(Strip test)
4
0
ალანინამინოტრანსფერაზა
ALT
8
0
ასპარტატამინოტრანსფერაზა
AST
8
0
გამა–გლუტამილტრანსფერაზა
GGT
8
0
ბილირუბინი საერთო
Bilirubin total
9
0
ბილირუბინი პირდაპირი
Bilirubin direct
9
0
ტუტე ფოსფატაზა
Alkalaine phosphatase (ALP)
8
0
ალბუმინი Albumin
8
0
კრეატინინი Creatinine
8
0
შარდოვანა Urea
8
0
საერთო ცილა Total Protein
8
· შარდის საერთო ანალიზი:
შარდის საერთო ანალიზი

შარდის საერთო ანალიზი კეთდება სტრიპის მეთოდით (Combur 10 Test® M)

შარდის საერთო ანალიზი მოიცავს:

 

სისხლი/ჰემოგლობინი Blood/Hemoglobin
ურობილინოგენი Urobilinogen
ბილირუბინი Bilirubin
ცილა Protein
ნიტრიტი Nitrite
კეტონები Ketone
გლუკოზა Glucose
PH PH
ლეიკოციტები Leukocytes
ხვედრ. წონა> Specific gravity
ფერი Color
სუნი Odor
გამჭვირვალობა Transparency
  • ანალიზის ჩატარება შესაძლებელია როგორც დილის, ასევე სპონტანურ შარდში.
  • ყველა პათოლოგიური შედეგი მოწმდება განმეორებით.
  • შარდის შეგროვება ხდება ჩვენი ლაბორატორიის მიერ მოწოდებულ სტერილურ ჭურჭელში.

შარდის შეგროვების წესი:

  • შარდის შეგროვების წინ პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ჰიგიენური პროცედურა.
  • სასურველია შეგროვებული იყოს შუა ნაკადი.
  • ანალიზი უნდა ჩატარდეს შარდის შეგროვებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში.
  • თუ 1 საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ შარდის მოტანას ლაბორატორიაში, შეინახეთ შარდიანი ჭურჭელი მაცივარში 4-8 ტემპერატურაზე (შესაძლებელია შენახვა 2 საათის განმავლობაში)

შარდის შესაგროვებლად შესაძლებელია:

  • მასალა ავიღოთ ლაბორატორიაში;
  • შეგვიძლია მოგაწოდოთ სტერილური ჭურჭელი მითითებულ მისამართზე და მასალა აიღოთ ადგილზე;
  • შარდის საერთო ანალიზის ჩატარებას სჭირდება მაქსიმუმ 5 წუთი
  • შარდის საერთო ანალიზის პასუხი პაციენტს და/ან ექიმს შეიძლება გაეგზავნოს ფაქსით, ელ. ფოსტით ან ფოსტით.
· სისხლის საერთო ანალიზი:

კვლევა ტარდება აპარატზე Sysmex-KX-21N

სისხლის საერთო ანალიზს 27.01.2010-ს მიღებული აქვს სამედიცინო ლაბორატორიების გარე ხარისხის კონტროლის დაცვის საზოგადოების (INSTAND e.V. Gesellschaft zur Foerderung der Qualitaetssicherund in medizinischen Laboratorien e.V.)  სერტიფიკატი.

სისხლის საერთო ანალიზის ხარისხის გარე კონტროლი ხორციელდება კვირაში ერთხელ. რანდომიზებულად ხდება პაციენტის სისხლის აღება და კვლევა ტარდება პარალელურად ჩვენს ლაბორატორიასა და ლიმბახის ლაბორატორიაში (ჰაიდელბერგი, გერმანია).

შიდა ხარისხის კონტროლი სამმაგია. გამოიყენება “საკონტროლო” სისხლები:

  • EIGHTCHECK-3WP Assay Sheet- Low Level
  • EIGHTCHECK-3WP Assay Sheet -High Level
  • EIGHTCHECK-3WP Assay Sheet -Normal Level

ყველა პათოლოგიური შედეგი მოწმდება განმეორებით.
თუ პათოლოგიური შედეგი სცილდება ლაბორატორიის შიდა სტანდარტებს, მაშინ კვლევის გამეორებასთან ერთად დამატებით ტარდება ხარისხის კონტროლი შესაბამისი საკონტროლო სისხლით (ნორმა; პათოლოგია: მაღალი, დაბალი).

სისხლის საერთო ანალიზი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:

ლეიკოციტები White Blood Cell (WBC)
ერითროციტები Red Blood Cell (RBC)
ჰემოგლობინი Hemoglobin (HGB)
თრომბოციტები Platelet (PLT)
ჰემატოკრიტი Hematokrit  value (HCT)
ერითროციტების საშუალო უჯრედული მოცულობა MCV (Mean cell volume )
ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ერითროციტში MCH ( Mean cellular hemoglobin )
ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია MCHC ( Mean cellular hemoglobin conzentration )
ერითროციტების გადანაწილების საზღვრები - სტანდარტული გადახრით RDW-SD        
( distribution width-standard deviation )
ლიმფოციტები %, LYM %, abs
ლიმფოციტები აბსოლუტური რაოდენობა LYM abs
შერეული (ეოზინოფილები, ბაზოფილები, მონოციტები) %, MXD %
შერეული (ეოზინოფილები, ბაზოფილები, მონოციტები), აბსოლუტური რაოდენობა MXD abs
ნეიტროფილები % NEUT %
ნეიტროფილები, აბსოლუტური რაოდენობა MXD abs
თრომბოციტების საშუალო მოცულობა MPV (mean platelet volume)

 

გამოკვლევა ტარდება როგორც ვენურ, ასევე კაპილარულ სისხლში.

კვლევისთვის გამოიყენება SarStedt-ის სინჯარები, ნემსები და ლანცეტები:

  • ვენური სისხლის საერთო ანლიზისთვის გამოიყენება - EDTA K,  2,7 (Sarstedt);
  • კაპილარული სისხლის საერთო ანლიზისთვის გამოიყენება - EDTA K,  200ml; (Sarstedt);
  • ერითროციტების დალექვის რეაქციისთვის (ვენური) - Sedivetteâ, (Sarstedt).

 

სისხლის საერთო ანალიზის პასუხი გაიცემა სასწრაფო შემთხვევაში 20-30 წთ-ში, ედრ-ის გარეშე. ედრ-ის შეტყობინება ხდება sms-ით ან ტელეფონით. სხვა შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზის პასუხი გაიცემა 2 სთ-ში.

ედრ-ის პასუხი გაიცემა სისხლის აღებიდან 1 სთ-ში.

პაციენტს სპეციალური მომზადება სისხლის საერთო ანალიზისათვის არ სჭირდება, თუ არ აქვს რაიმე კონკრეტული მითითება მკურნალი ექიმისგან.

სისხლის საერთო ანალიზის პასუხი შეიძლება გაეგზავნოს პაციენტს და/ან ექიმს ფაქსით, ელ. ფოსტით ან ფოსტით.

 

სისხლის საერთო ანალიზი კეთდება:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 16.30-მდე (ედრ-ით), 17.00-მდე (ედრ-ის გარეშე).
შაბათს: 9.30-დან 11.30 დე (ედრ-ით), 9.30-დან 12-მდე (ედრ-ის გარეშე).

 

სისხლის საერთო ანალიზის ასაღებად შესაძლებელია:

  • მასალა ავიღოთ ლაბორატორიაში;
  • მედ. პერსონალი მოვიდეს თქვენს მითითებულ მისამართზე და მასალა აიღოს ადგილზე;
  • შეგვიძლია მოგაწოდოთ სინჯარები, ნემსები და ლანცეტები და თქვენს მედ. პერსონალს ავუხსნათ მისი მოხმარების წესი.
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი:

ბოქიმიური ანალიზები

 

კვლევა ტარდება აპარატზე Humalyzer 3000

ბიოქიმიურ ანალიზს 27.01.2010-ს მიღებული აქვს სამედიცინო ლაბორატორიების გარე ხარისხის კონტროლის დაცვის საზოგადოების (INSTAND e.V. Gesellschaft zur Foerderung der Qualitaetssicherund in medizinischen Laboratorien e.V.)  სერტიფიკატი.

ბიოქიმიური ანალიზის ხარისხის გარე კონტროლისთვის რანდომიზებულად ხდება პაციენტის სისხლის აღება და კვლევა ტარდება პარალელურად ჩვენს ლაბორატორიასა და ლიმბახის ლაბორატორიაში (ჰაიდელბერგი, გერმანია).

შიდა ხარისხის კონტროლისას გამოიყენება “საკონტროლო” სისხლები:

  • Precinorm U      ROCHE
  • Precipsht  U      ROCHE

 

ყველა პათოლოგიური შედეგი მოწმდება განმეორებით.

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:

ბილირუბინი საერთო Bilirubin Total
ბილირუბინი პირდაპირი Birirubin Direkt
ალანინ-ამინოტრანსფერაზა ALT
ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა AST
გამა-გლუტამილტრანსფერაზა GGT
ტუტე ფოსფატაზა ALP
ალბუმინი Albunin
საერთო ცილა Total Protein
კრეატინინი CREA
შარდოვანა UREA

გამოკვლევა ტარდება ვენურ სისხლში.

კვლევისთვის გამოიყენება SarStedt-ის სინჯარები და ნემსები.

 

შენიშვნა: პაციენტს სპეციალური მომზადება სისხლის ბიოქიმიური ანალიზისთვის არ სჭირდება, თუ არ აქვს რაიმე კონკრეტული მითითება მკურნალი ექიმისგან. გამონაკლისია ტუტე ფოსფატაზა, რომლისთვისაც 12 საათიანი უზმოდ ყოფნაა რეკომენდირებული.

ბიოქიმიური ანალიზის პასუხი შეიძლება გაეგზავნოს პაციენტს და/ან ექიმს ფაქსით, ელ. ფოსტით ან ფოსტით.

ბიოქიმიური ანალიზის პასუხი გაიცემა:
9:00-14:00სთ-მდე მოსული პაციენტებისთვის:    17:30სთ-ზე
14:00სთ-ის შემდეგ მოსული პაციენტისთვის:   მეორე დღის 15 სთ-ზე

ბიოქიმიური ანალიზისთვის მასალის ასაღებად შესაძლებელია:

  • მასალა ავიღოთ ჩვენს ლაბორატორიაში;
  • მედ. პერსონალი მოვიდეს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და მასალა აიღოს ადგილზე;
  • შეგვიძლია მოგაწოდოთ სინჯარები  და თქვენს მედ. პერსონალს ავუხსნათ მისი მოხმარების წესი.
.